სააკაშვილის 5 „გავლენიანი ქალი“ – სად არიან და რომელმა მოახერხა მილიონის შოვნა პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ
15 902
„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში უკვე ცხრა წელია, რაც მოვიდა. მანამდე ქვეყნის სათავეში, ასევე, ცხრა წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. 2004-დან 2012 წლამდე პერიოდს ზოგი სააკაშვილის მმართველობის პერიოდსაც უწოდებს. ყოფილ პრეზიდენტს ბევრი ადანაშაულებდა, რომ ქალ მინისტრებს მათი სილამაზის წყალობით ნიშნავდა.


თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთმა მათგანმა მინისტრობის შემდეგ კარიერა წარმატებით გააგრძელა და მათ შორის რამდენიმემ მილიონების გამომუშავება პოლიტიკის მიღმა შეძლო. „ფორტუნა“ შეეცადა, მოეძიებინა ყველა ინფორმაცია ქალებზე, რომლებსაც ერთ დროს საქართველოს ბედი ებარათ. პირველი, ვინც მიხეილ სააკაშვილის ქალი მინისტრებიდან ყველას ახსენდება – ვერა ქობალიაა. 2010 წელს, ვერა ქობალიას მინისტრად დანიშვნა, ბევრს გაუკვირდა. რეალურად ის საზოგადოებისთვის უცნობი, 28 წლის გოგო იყო. თუმცა მას მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკის მინისტრის პოსტი ჩააბარა.ეკონომიკის ძალიან ახალგაზრდა მინისტრი მალევე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში და თითქმის სამი წლის განმავლობაში ჭორები არ დაკლებია. მას შემდეგ, რაც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ დამარცხდა, ტურისტული ბიზნესი წამოიწყო. ავსტრალიის მთავრობამ ის ინდონეზიაში საერთაშორისო ბიზნეს-მრჩევლად დანიშნა. ინდონეზიის მთავრობასთან მან ორწლიანი კონტრაქტი 2016 წელს გააფორმა. ბოლო ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია ამჟამად კანადაში ცხოვრობს, სადაც ქალაქ ახალი ვესტმინსტერის მერიაში მრჩეველია. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში ვერა ქობალია „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნებოდა. თუმცა ეს ასე არ მოხდა. უცნობია, თავად არ დათანხმდა, თუ სააკაშვილმა გადაიფიქრა მისი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება. ფაქტია, ვერა ქობალია ამჯერად, კვლავ, ქართული პოლიტიკის მიღმა აგრძელებს კარიერას. კიდევ ერთი ქალი მინისტრი, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს თავისი სილამაზით ყველა აალაპარაკა, ხათუნა კალმახელიძეა. ხათუნა კალმახელიძე სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე 2009 წელს დაინიშნა და თანამდებობას 2012 წლამდე იკავებდა. ვერა ქობალიას მსგავსად, საზღვარგარეთ 15-წლიანი ცხოვრების შემდეგ, საქართველოში პირდაპირ მინისტრთა კაბინეტის წევრად დაბრუნდა. 2012 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხათუნა კალმახელიძემ საქართველო დატოვა და ოჯახთან ერთად მონაკოში გაემგზავრა.


წყარო : https://primeambebi.ge/


მსგავსი ამბები

🗣 არჩილ ბერიძეს განცხადება ჯოვინო ფლამარიონზე

“ძალიან ბევრი წინადადება გვაქვს უცხოური გუნდებისგან. თუ რაიმე სიახლე იქნება, აუცილებლად...
ზურაბ თევზაძე, ცოტნე კაპანაძე, ვაჟა ფაცაცია, გიორგი ხაბულიანი,

ზურაბ თევზაძე, ცოტნე კაპანაძე, ვაჟა ფაცაცია, გიორგი ხაბულიანი, ბექა გაბისკირია, შოთა...
✍ ლუკა კიკაბიძე კარიერას გაგრაში გააგრძელებს, 25 წლის ფეხბურთელი

ლუკა კიკაბიძე კარიერას გაგრაში გააგრძელებს, 25 წლის ფეხბურთელი ბოლოს საჩხერის ჩიხურაში...

კომენტარები