“ძალიან ცუდ დღეში ვართ” – სოფო ბედია სკანდალურ წვეულებაზე, დეპუტატ ქმარზე და ფინანსურ მდგომარეობაზე
10 499
მომღერალი სოფო ბედია მუდმივად აქტუალურია. რამდენიმე დღის წინ ის მორიგ სკანდალში აღმოჩნდა. მომღერალი კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად, მუსიკოს ცირა ბზიშვილის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, დაბადების დღის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რასაც სკანდალი მოჰყვა და ისინი კოვიდრეგულაციების დარღვევაში დაადანაშაულეს.


„პრაიმამბები“ მომღერალს ესაუბრა. – სოფო, ცოტა ხნის წინ, სკანდალის ეპიცენტრში მოხვდით, მოგვიყევით როგორ აღმოჩნდით და რა ხდებოდა მუსიკოს ცირა ბზიშვილის დაბადების დღეზე? – კორონა დეკემბრის ბოლოს გადავიტანე მთელს ოჯახთან ერთად. ჩემი მიზეზით არავინ დაინფიცირებულა და სხვასაც ვერ დავადებ ხელს, ვისგანაც შეიძლება დავინფიცირებულიყავი. შესაძლოა ქუჩაში დაინფიცირდეს ადამიანი. ვინაიდან გადატანილი მაქვს ვირუსი, ჯანმრთელი ვარ, თავს მივეცი უფლება და უახლოესი მეგობრის დაბადების დღეზე წავედი. ჯამში 15 ადამიანი ვიყავით ერთად. მართალი გითხრა, ის რომ მე ვცეკვავ, ეს კადრები არ მაღიზიანებს, ვინც ღიზიანდება არ უყუროს. ვინც მიცნობს, მან იცის, რომ ლხინი და დროისტარება მიყვარს. ამდენი ხანია გამოკეტილი ვართ სახლებში, ყველანაირ რეგულაციას ვიცავთ, 8 საათამდე ყველა რესტორანში დაშვებულია დროსტარება და ჩვენ რატომ ვიყავით გამონაკლისი? მომღერალი ვარ და არ უნდა მიმეცა გართობის საშუალება თავისთვის? ბოლოს სცენაზე როდის ვიდექი არც მახსოვს. ძალიან ცუდ დღეში ვართ ხელოვანი ადამიანები. ყველა კარგად ვიყავით, არავის დაინფიცირების მიზეზი მე არ ვყოფილვარ. მხოლოდ თემურ თათარაშვილი და იუბილარი, მუსიკოსი ცირა ბზიშვილი დაინფიცირდა, მაგრამ შესაძლოა სხვა დროს დაინფიცირდნენ ისინი და დაბადების დღის შემდეგ მოხდა, ვირუსის გამოვლენა. მე და ცირა წლებია ერთად მოვდივართ, კოვიდკლიპამდეც ერთად მოვდიოდით და რა გაუკვირდა ამ ხალხს არ ვიცი, მეგობრების შეკრება არ შეიძლება? თავს დავდებ მოსაჭრელად, ჩემგან არავინ დაინფიცირებულა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სამი თვის წინ დავამარცხე კორონა და მხარგაშლილი მივედი დაბადების დღეზე. როცა კარგად ვარ, არც სიცხე მაქვს, არც თავი მტკივა, რატომ არ უნდა გავერთო? – საუბრისას აღნიშნეთ, რომ შოუ-ბიზნესის წარმომადგნლები კოვიდპანდემიამ მძიმე მდგომარეობაში ჩაგაგდოთ… – ვერ ვიტყვი, რომ კორონამდე ყვაოდა შოუ-ბიზნესი, მაგრამ ჩემი საქმე მქონდა. ვმღეროდი, დღე-ღამეს ვასწორებდი და მე თვითონ შევქმენი ჩემი თავი. მუდმივად ვმუშაობდი, ჩემი ოჯახური სტატუსიდან გამომდინარე რეიტინგიც მაქვს. დავდიოდი გასტროლებზე, ვმღეროდი ივენთებზე, მხარდაშლილი ვცხოვრობდი და ერთხელაც არ დამიწუწუნია. პანდემიამ მსოფლიოს მოუღო ბოლო, ეკონომიკას განსაკუთრებით, თუმცა ხელოვანი ადამიანები კიდევ უფრო მეტად დაზარალდნენ. გაჭირვებული ადამიანები უფრო ცუდ დღეში ჩავარდნენ, ყოველთვის ვეხმარებოდი მათ. ახლა ჩემი სფერო გაჩერდა, ძალიან ცუდ დღეში ვართ, არანაირი რეალიზება ჩვენ არ გვაქვს. – გამოდის, რომ ახლა ფინანსურად მთლიანად ქმარზე ხართ დამოკიდებული? – ამ ეტაპზე მიშაზე ვარ ფინანსურად დამოკიდებული. – რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც მიშა საკრებულოს დეპუტატი გახდა… – მიშა მთელი ცხოვრება ამ საქმეს ემსახურებოდა და სხვებისგან განსხვავებით სხვა მხარეს არ დამდგარა. ის მუდამ თავისი იდეების ერთგული იყო. მართლა ერთგული ბიჭია და იმსახურებდა ამ პოზიციას. ცდილობს ქვეყნის შენებაში პატარა აგური დადოს. როგორც ადამიანი და პიროვნება ახლა უფრო დაკავებულია და მეც მაქსიმალურად ვუდგავარ გვერდით.– ბანკის ვალების გარეშე თითქმის წარმოუდგენელია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება, თქვენ რა ურთიერთობა გაქვთ ბანკებთან? – მე უკვე აღარ მაქვს ბანკთან კავშირი, ღმერთის წყალობით გადავიხადე. დიდ ვალთან ვიყავი შეჭიდებული და აქტიური მუშაობის შედეგად დავფარე. უბრალოდ, ამ ეტაპზე ასე ვთქვათ ჩემი ფული არ მაქვს და მიშაზე ვარ დამოკიდებული. მთავარია ჯანმრთელობა იყოს და ყველაფერი აღდგება. – 2020 წელს მიშას ძმა ბაჩო დაიღუპა, როგორ გადაიტანეთ ეს ტრაგედია? – 2020 ძალიან ცუდი იყო ჩემს ცხოვრებაში, ჯერ პანდემია, შემდეგ ძალიან დავბულინგდით კოვიდკლიპის გამო, მალე გარდაიცვალა მიშას ძმა ბაჩო. ამ ტრაგედიას ვერასდროს ვერ გადავხარშავ. ადამიანები როცა მიდიან რაღაცას ტოვებენ, ბაჩო ის არის ჩემთვის, რომელიც მთელი ცხოვრება მეყვარება. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და წარმოიდგინეთ მიშა, მისი მშობლები და ცოლ-შვილი როგორ განიცდიან ამას… ახალგაზრდა ბიჭი უცებ გაფრინდა ჩვენგან. – საბავშვო სტუდიებმა მუშაობა განაახლეს, თქვენი სტუდიაც გაიხსნა? – ჯერჯერობით ვერა. ახალი ტალღა წამოვიდა და ვუფრთხილდები ბავშვებს. ამიტომ თავს ვიკავებ მუშაობისგან. ახლა ჩემს შემოსავალზე ფიქრის დრო არ არის.


წყარო : https://primeambebi.ge/


მსგავსი ამბები

🗣 არჩილ ბერიძეს განცხადება ჯოვინო ფლამარიონზე

“ძალიან ბევრი წინადადება გვაქვს უცხოური გუნდებისგან. თუ რაიმე სიახლე იქნება, აუცილებლად...
ზურაბ თევზაძე, ცოტნე კაპანაძე, ვაჟა ფაცაცია, გიორგი ხაბულიანი,

ზურაბ თევზაძე, ცოტნე კაპანაძე, ვაჟა ფაცაცია, გიორგი ხაბულიანი, ბექა გაბისკირია, შოთა...
✍ ლუკა კიკაბიძე კარიერას გაგრაში გააგრძელებს, 25 წლის ფეხბურთელი

ლუკა კიკაბიძე კარიერას გაგრაში გააგრძელებს, 25 წლის ფეხბურთელი ბოლოს საჩხერის ჩიხურაში...

კომენტარები