„იქნებ ჩამოყალიბდეთ რა გინდათ..." - როგორ ეხმაურება პროდიუსერი ნოე სულაბერიძე გადაცემა „პრაიმშოუს" გუშინდელი ეთერის აღშფოთებულ მაყურებლებს
12 472
21 აპრილის „პრაიმშოუს" გადაცემას, რომელიც ვაქცინაციის პროცესს ეხებოდა, დიდი გამოხმაურება გამოიწვია საზოგადოებაში. გადაცემის წამყვანი და პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე გადაცემის მისამართით გაჟღერებულ უარყოფით გამოხმაურებების შესახებ თავის facebook გვერდზე წერს და აღნიშნავს, რომ გუშინდელი გადაცემა ყველამ ერთად დაგეგმა


„სალამი ყველას, ცოტა რამ პრაიმშოუს გუშინდელი გადაცემა ვაქცინაციის შესახებ: ჩვენ, ამ გადაცემის წამყვანებმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა ერთად დავგეგმეთ ეს გადაცემა და ამ გამოხმაურების მიხედვით, კიდევ უფრო მეტად ვთვლით, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ინსპირაციის მიზეზი სოც.ქსელში გაკეთებელი გამოკითხვა იყო, რომელმაც შეიძლება ითქვას ტრაგიკული შედეგი დაგვანახა. აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ საჭიროდ თემა გაგვეშალა და ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების, პოზიცია დაგვეფიქსირებინა ვაქცინაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით (დაგვეთანხმებით ალბათ, ჩვენც გვაქვს უფლება). ადამიანების დიდი რაოდენობა სკეპტიკურად არის განწყობილი და ვთვლით, რომ ზედმეტი არგუმენტები მხოლოდ სასარგებლო იქნებოდა. ამისთვის, რაც სტუდიამ დაიტია მოვიდნენ ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექიმები, რომელთა კვალიფიკაცია, გამოცდილება და დამაჯერებლობა ეჭვგარეშე იყო არის და იქნება ყოველთვის (ალბათ ამაშიც გვეთანხმებით). თუმცა ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა, საზოგადოების იმ ნაწილისაც გვესმის ვინც სიფრთხილითა და გარკვეული სკეპტიციზმით უყურებს ვაქცინაციის პროცესს და პანდემიური სტრესის ფონზე ესეც გასაგებია. თუმცა... ჩვენ დღესაც იგივე აზრზე ვართ, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი და ამაზე უკეთესი კაცობრიობას ჯერ არ გააჩნია. გადაცემით განსაკუთრებით აღშფოთებულებს, კი რომლებიც თან აპროტესტებენ ჩვენს ეთერს და თან აზიარებენ, ვეტყოდი: იქნებ ჩამოყალიბდეთ რა გინდათ, თუმცა კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ყოველთვის გვიყურებთ. ნებისმიერ დროს მზად ვართ ყველას შევეჯიბროთ ამ ქვეყნის სიყვარულში და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაში. სიყვარულით, ნოე სულაბერიძე და მთელი პრაიმშოუ,"- წერს ნოე სულაბერი.


წყარო : http://www.resonancedaily.com/


მსგავსი ამბები

🗣 არჩილ ბერიძეს განცხადება ჯოვინო ფლამარიონზე

“ძალიან ბევრი წინადადება გვაქვს უცხოური გუნდებისგან. თუ რაიმე სიახლე იქნება, აუცილებლად...
ზურაბ თევზაძე, ცოტნე კაპანაძე, ვაჟა ფაცაცია, გიორგი ხაბულიანი,

ზურაბ თევზაძე, ცოტნე კაპანაძე, ვაჟა ფაცაცია, გიორგი ხაბულიანი, ბექა გაბისკირია, შოთა...
✍ ლუკა კიკაბიძე კარიერას გაგრაში გააგრძელებს, 25 წლის ფეხბურთელი

ლუკა კიკაბიძე კარიერას გაგრაში გააგრძელებს, 25 წლის ფეხბურთელი ბოლოს საჩხერის ჩიხურაში...

კომენტარები