“თუ ჩვენ ერთად ყოფნა აღარ მოგვინდება, არც ეს იქნება პრობლემა” – ნინო ქათამაძე თავის ქმარზე
19 885
უკრაინული გადაცემა “1+1” ნინო ქათამაძეს კახეთში სტუმრობდა. მომღერალმა უკრაინულ გადამღებ ჯგუფს თელავთან მდებარე ღვინის სასტუმრო, “შატო მერეში” უმასპინძლა. ნინომ ინტერვიუში თქვა, რომ ახლა ალბომზე მუშაობს. იქვე ახლოს აქვს მიწა, სადაც ბაღი გააშენა და მალე საცხოვრებლადაც გადავა.


ნინომ უკრაინელ ჟურნალისტთან მეუღლეზე, ქირურგ დავით ლოლაძეზეც ისაუბრა. ნინო ქათამაძე: – არ ვიცი, ეს იქნება აგარაკი თუ არა, მაგრამ მე აქ ცხოვრება მინდა. გარშემო რა ბუნებაც გაქვს, ისეთი ადამინი ხარ. აქ არის ბუნების ნაბოძები ყურძენი და მასზე მზრუნველი ხალხი, რომელიც მთელი წლის მანძილზე ესაუბრება ვაზს და ბოლოს მისგან სულისთვის განკუთვნილ ნამდვილ წამალს ამზადებს. ბაღში მექნება ატმები, ალუბალი, ლეღვი… ძალიან მიხარია ეს ყველაფერი. ჩემი ქმარ-შვილი კახელები არიან. სხვისი ხასიათი არ ვიცი, ჩემი ქმარი კახელია და მე ის ძალიან მიყვარს. ის საუკეთესოა. გარდა სიყვარულისა და პატივისცემისა, ჩვენ მეგობრები ვართ. ერთმანეთს ისეთებად ვიღებთ, როგორებიც ვართ. ხან მე ვარ სუსტი, ხან – ის. თუ ჩვენ ერთად ყოფნა აღარ მოგვინდება, არც ეს იქნება პრობლემა. თუ ერთად ვართ, ეს მშვენიერია. მნიშვნელობა არ აქვს, ვის ცუდი ხასიათი აქვს, ვინ გასტროლზე დადის თუ არა, არის ურთიერთობა, რომლის დროსაც, მას რომ ხედავ და თვალები გიბრწყინავს, უკვე საკმარისია. ჩემს შვილს რაც შეეხება, გარდატეხის ასაკი აქვს, ახლა ერთდროულად უნდა ხან მხატვარი გამოვიდეს, ხან მწერალი, ხანაც -კოსმონავტი, ან 50 წლის შემდეგ ჰქონდეს სააგენტო, რომელიც მარსზე გაფრენის მსურველებს გაუშვებს. მე პანდემიის მადლიერი ვარ იმ კუთხით, რომ აქამდე სულ გასტროლებში ვიყავი და ახლა, ამ პერიოდში მივხვდი, რომ ცხოვრება საერთოდ არ მცოდნია. არ მცოდნია უბრალო ადამიანებთან ურთიერთობა… მე დავიწყე ცხოვრება, პურის ცხობა. მივხვდი, რომ მიწაზე უნდა მევლო და დავიწყე კიდეც სიარული. შეკითხვაზე, რომელი ღვინო უყვარს, მომღერალი პასუხობს, რომ თუ მას საღამოს სურს მალე დაეძინოს, სვამს შავ ღვინოს, დღისით თეთრს და იმ შემთხვევაში, თუ არაფრის კეთების სურვილი არ აქვს, მაშინ ჭაჭა და “მზად არის”. ნინო: – თუ თქვენ იცით, როგორ მზადდება ღვინო, მაშინ მას სულ სხვა მიდგომით სვამთ და სულ სხვაგვარად გეკიდებათ. ამდენად, ჩემთვის ღვინო მხოლოდ ხასიათის მომყვანი კი არა, საურთიერთობო საშუალებაა. კარგი ღვინო მუდამ თან მაქვს…


წყარო : https://primeambebi.ge/


მსგავსი ამბები

🗣 არჩილ ბერიძეს განცხადება ჯოვინო ფლამარიონზე

“ძალიან ბევრი წინადადება გვაქვს უცხოური გუნდებისგან. თუ რაიმე სიახლე იქნება, აუცილებლად...
ზურაბ თევზაძე, ცოტნე კაპანაძე, ვაჟა ფაცაცია, გიორგი ხაბულიანი,

ზურაბ თევზაძე, ცოტნე კაპანაძე, ვაჟა ფაცაცია, გიორგი ხაბულიანი, ბექა გაბისკირია, შოთა...
✍ ლუკა კიკაბიძე კარიერას გაგრაში გააგრძელებს, 25 წლის ფეხბურთელი

ლუკა კიკაბიძე კარიერას გაგრაში გააგრძელებს, 25 წლის ფეხბურთელი ბოლოს საჩხერის ჩიხურაში...

კომენტარები