„კალთაში ჩამისვა, ზურგზე ხელი მომისვა, ფეხზე წამოდგომა ვცადე, მითხრა, ტუჩებში მაკოცეო“ – ნინია კაკაბაძე სექსუალურ ძალადობაზე ალაპარაკდა
17 485
ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს, რომელიც მას 9-10 წლის ასაკში გადახდა. როგორც ნინია ამბობს, დედამ დროულად მიუსწრო და ის მოძალადისგან იხსნა… ჟურნალისტმა დუმილი ერთი მიზეზით დაარღვია, ამით მაგალითი მოზარდებს მისცა – არ დამალონ მსგავსი რამ, თუ მათ ცხოვრებაში მოხდა.


„მეც ვიყავი 9-10 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. მაშინ, სოლოლაკში ცხოვრობდით, ორი ბინა გვქონდა, ერთს ვაქირავებდით ხოლმე, და იქ წყვილი ცხოვრობდა, მგონი პარტნიორები იყვნენ. ქალთან დედას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ერთხელ კაცმა მოტყუებით, შოკოლადებით ბინაში შემიტყუა. დედას ვუთხარი რუდიკო მეძახის, უნდა შევიდე და მალე დამიძახე-მეთქი. მან ჯერ შოკოლადი შემომთავაზა, მერე კალთაში ჩამისვა, ზურგზე ხელი მომისვა, არ მესიამოვნა და ფეხზე წამოდგომა ვცადე. მითხრა, ტუჩებში მაკოცეო. მაშინვე ფეხზე წამოვდექი, კართან მივირბინე, მაგრამ მან კარი გადარაზა. საბედნიეროდ, იმ დროს, დედამ კარზე დააკაკუნა, ნინიაო, მეძახდა. იმ კაცს თითქოს ცივი წყალი გადაასხეს, მაშინვე სხვა ადამიანად იქცა, კარი გამიღო. მე ყველაფერი დედას მოვუყევი და რუდიკო ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაშინვე შეუვარდა და დედამ თავისი ნივთებიანად ქუჩაში გააგდო. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მისი ხმა “ტუჩებში მაკოცე” ჩამესმოდა. აუცილებელია, ვისაუბროთ უფროსებმა ჩვენს თავს გადახდენილ ისტორიებზე, რათა პატარებმაც თუ მსგავსი რამ შეემთხვევა, უფროსებს უამბონ.” – ამბობს ნინია კაკაბაძე.


წყარო : https://primetime.ge/


მსგავსი ამბები

🗣 არჩილ ბერიძეს განცხადება ჯოვინო ფლამარიონზე

“ძალიან ბევრი წინადადება გვაქვს უცხოური გუნდებისგან. თუ რაიმე სიახლე იქნება, აუცილებლად...
ზურაბ თევზაძე, ცოტნე კაპანაძე, ვაჟა ფაცაცია, გიორგი ხაბულიანი,

ზურაბ თევზაძე, ცოტნე კაპანაძე, ვაჟა ფაცაცია, გიორგი ხაბულიანი, ბექა გაბისკირია, შოთა...
✍ ლუკა კიკაბიძე კარიერას გაგრაში გააგრძელებს, 25 წლის ფეხბურთელი

ლუკა კიკაბიძე კარიერას გაგრაში გააგრძელებს, 25 წლის ფეხბურთელი ბოლოს საჩხერის ჩიხურაში...

კომენტარები