როგორ აღმოჩნდნენ სინამდვილეში გოგი წულაია და ქალბატონი ასმათი ერთ სახლში – გაირკვა რა მოხდა რეალურად
23 212
პოლიტიკოს გოგი წულაიას ნაცნობი ქალი ამბობს, რომ ყოფილმა დეპუტატმა მასზე სექსუალურად ძალადობა სცადა, წინააღმდეგობის გაწევის დროს კი დაზიანებები მიიღო. ასმათ დვალიშვილის თქმით, წულაიასთან აქამდე დიდი ხნის ნაცნობობა, მეგობრობა აკავშირებდა და მის მიმართ გარკვეული სახის ნდობაც ჰქონდა. ქალი ამბობს, რომ ყოფილმა დეპუტატმა თბილისში, ერთ-ერთ შეხვედრაზე მედიატორად მიიწვია, რომელსაც თავადაც უნდა დასწრებოდა.


„გზაში, თბილისისკენ რომ მივდიოდით, მითხრა, გადაიდო შეხვედრა და ხვალ არისო. კომენდანტის საათიც ახლოვდებოდა და ბინის საკითხის მოგვარებაზე დავიწყე ფიქრი. ვუთხარი, რომ ნათესავებთან წავიდოდი. რატომ უნდა წახვიდე ნათესავებთან, მაქვს მოგვარებული ეგ საკითხიო. სამნი ვიყავით თავიდან, მაგრამ სამივე ბინაში ვერ მოვხვდით და დავრჩით მე და ბატონი გოგი. თავიდან ჩვეულებრივად, გარკვეულ საკითხებზე ვისაუბრეთ, თემები განვიხილეთ და მოულოდნელად ძალადობა დაიწყო. თავიდან ვეცადე, რომ როგორმე მშვიდად მომეგვარებინა, მაგრამ მერე იძულებული გავხდი გამოვქცეულიყავი და შველა მეთხოვა. პოლიცია გამოვიძახე, სხვა გამოსავალი არ მქონდა. ნასვამი იყო, ბევრი დალია. სავარაუდოდ, მარიხუანაც ჰქონდა მოწეული”, – ამბობს ის. ასმათ დვალიშვილი ამბობს, რომ უკან დახევას არ აპირებს. „მე ახლა რომ უკან დავიხიო, გამოდის, რომ მოძალადეს უარესის გაკეთებაში ვუწყობ ხელს. ჯოჯოხეთს გავდივარ ახლა. ღმერთმა ყველა დაიფაროს ამისგან. ამიტომ არაფრით არ ვაპატიებ. ჩემ უკან სხვა ქალებიც დგანან, გოგოს მშობელიც ვარ მეც და ამიტომ ბოლომდე გავყვები ამ ამბავს“, – განუცხადა “ონ.ჯი”-ს ასმათ დვალიშვილმა. წყარო: რეზონანსი


წყარო : http://geoambebi.com/


მსგავსი ამბები

🗣 არჩილ ბერიძეს განცხადება ჯოვინო ფლამარიონზე

“ძალიან ბევრი წინადადება გვაქვს უცხოური გუნდებისგან. თუ რაიმე სიახლე იქნება, აუცილებლად...
ზურაბ თევზაძე, ცოტნე კაპანაძე, ვაჟა ფაცაცია, გიორგი ხაბულიანი,

ზურაბ თევზაძე, ცოტნე კაპანაძე, ვაჟა ფაცაცია, გიორგი ხაბულიანი, ბექა გაბისკირია, შოთა...
✍ ლუკა კიკაბიძე კარიერას გაგრაში გააგრძელებს, 25 წლის ფეხბურთელი

ლუკა კიკაბიძე კარიერას გაგრაში გააგრძელებს, 25 წლის ფეხბურთელი ბოლოს საჩხერის ჩიხურაში...

კომენტარები