KINGBET.GE
თქვენი რეკლამის ადგილი

    ბენზემა პრეზიდენტს: „ამას მხოლოდ მე გადავწყვეტ“


    ინტერნეტში საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ნოელ ლე გრეს ინტერვიუ გავრცელდა, რასაც შემდეგ კარიმ ბენზემას პასუხი მოყვა.
    „ვფიქრობ, ბენზემამ დიდებული სეზონი ჩაატარა სამეფო კლუბის რიგებში.მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ზიდანსაც მივულოცო მორიგი წარმატება.“

    „სიმართლე გითხრათ, კარიმის ყველა მატჩი არ მინახავს, თუმცა, ჩემი აზრით, ამ მომენტისათვის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია დედამიწაზე.“

    „მიუხედავად ყველაფრისა, მისი კარიერა საფრანგეთის ეროვნულ გუნდში დასრულებულია.“

    აღსანიშნავია, რომ ფედერაციის პრეზიდენტის ინტერვიუს, სოციალურ ქსელ „თვითერის“ მეშვეობით გამოეხმაურა „რეალის“ „ცხრიანი:“ „ნოელ, ვგონებ, თქვენ არ ერევით საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის მუშაობაში. იცოდეთ, მხოლოდ მე გადაწყვეტ როდის დავასრულო კარიერა საერთაშორისო დონეზე. თუ თვლით, რომ „ლურჯების“ შემადგენლობაში ჩემი დაბრუნება გამორიცხულია, მაშინ, მომეცით უფლება, სხვა ნაკრების ღირსება დავიცვა და ყველაფერს თავად ნახავთ.“