KINGBET.GE
თქვენი რეკლამის ადგილი

    გარსია პიმიენტა: ანსუ ფატისა და რიკი პუჩის იმედი არ მაქვს


    "ბარსელონა ბ-ს" მთავარი მწვრთნელი გარსია პიმიენტა აცხადებს, რომ სეგუნდა დიზივიოში გადასასვლელი ფინალური მატჩისთვის მას კლუბის ამომავალი ვარსკვლავების, ანსუ ფატისა და რიკი პუჩის ყოლის იმედი არ აქვს.
    "ბარსა ბ-მ", ფლეი ოფის 1/4-ფინალში, "ვალიადოლიდი ბ" დაამარცხა, გუშინ კი, 1/2-ფინალში, "ბადახოსს" სძლია.

    "ბარსელონა ბ-ს" მთავარი მწვრთნელი გარსია პიმიენტა აცხადებს, რომ სეგუნდა დიზივიოში გადასასვლელი ფინალური მატჩისთვის მას კლუბის ამომავალი ვარსკვლავების, ანსუ ფატისა და რიკი პუჩის ყოლის იმედი არ აქვს.
    "ბარსა ბ-მ", ფლეი ოფის 1/4-ფინალში, "ვალიადოლიდი ბ" დაამარცხა, გუშინ კი, 1/2-ფინალში, "ბადახოსს" სძლია

    პირველ მატჩში, გარსია პიმიენტას განკარგულებაში არც რონალდ არაუხო იყო, არც რიკი პუჩი და არც ანსუ ფატი. ამის მიზეზი ისაა, რომ ის დღეს "ბლაუგრანას" პირველი გუნდი თამაშობდა და ეს სამეული კიკე სეტიენმა გამოიძახა. გუშინ, სარეზერვო გუნდში თამაშის (და საკმაოდ კარგად) საშუალება რონალდ არაუხოს მიეცა, მაგრამ სეტიენმა ფატი და პუჩი პიმიენტასთან მაინც არ გაუშვა. როგორც ჩანს, იგივე მოხდება კვირას გასამართ ფინალშიც.
    "ფინალური მატჩისთვის ანსუსა და რიკის ჩვენთან ყოფნის იმედი არ მაქვს. პირველი გუნდიდან მათ შვებულება მისცეს და არა მგონია, ისინი ჩვენ ბოლო შეხვედრაში დაგვეხმარონ." - განაცხადა პიმიენტამ გუშინდელი თამაშის შემდეგ.
    კვირას გასამართი თამაში, "ბარსელონასთვის", ძალიან მნიშვნელოვანია. თუ "ბარსა ბ-მ" აღზევება მოახერხა, მომდევნო სეზონიდან, უფრო მაღალ დონეზე თამაში მოუწევს და შესაბამისად, ახალგაზრდა ფეხბურთელებიც ბევრად სწრაფად განვითარდებიან. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაწინაურების შემთხვევაში, "ბარსა ბ" 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც, პანდემიის გათავალისწინებით, საკმაოდ სოლიდური თანხაა.