გუშინ "მილანსა" და "სევილიას" შორის ორმაგი ოპერაცია განხორციელდა. 24 მილიონი ევროს სანაცვლოდ, სუსო "დალაქების" სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდა, ხოლო 3,5 მილიონ ევროდ კიაერი "როსონერის".
"Calciomercato.com"-ის ინფორმაციით, ლომბარდიელებსა და ანდალუსიელებს შორის მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს, რადგან მონჩის ინტერესთა სფეროში დავიდე კალაბრიაა.
თავის მხრივ, არც "მილანია" ახალგაზრდა მარჯვენა მცველის გაშვების წინააღმდეგი და მზადაა მას 12 მილიონ ევროდ შეელიოს. "სევილია" კი ამ ტრანსფერში მაქსიმუმ 10 მილიონის გადახდას გეგმავს.
ზურაბ თევზაძე, ცოტნე კაპანაძე, ვაჟა ფაცაცია, გიორგი ხაბულიანი, ბექა გაბისკირია, შოთა შეყილაძე და იმედა აშორტია 🟣