ზეგ, "მილანი" "სასუოლოს" ესტუმრება, სადაც მარტივი გასეირნება არ ელის, რადგან ემილიელები ლომბარდიელების მსგავსად მშვენიერ ფორმაში იმყოფებიან.
"სასუოლოს" შემდეგ კი "როსონერი" "ატალანტას" შეხვდება, სადაც პიოლის გუნდი 5-0 მარცხის შემდეგ, შურისძიებას ეცდება, თუმცა იქამდე "მილანის" ძირითადი შემადგენლობის ხუთ წევრს დისკვალიფიკაცია ემუქრება.
იმ შემთხვევაში, თუ "ნეროვერდისთან" შეხვედრაში ტეო ერნანდესი, ალესიო რომანიოლი, სიმონ კიაერი, ისმაელ ბენასერი და ანტე რებიჩი ყვითელ ბარათებს მიიღებენ, ბერგამოელებთან მატჩის გამოტოვება მოუწევთ.
ზურაბ თევზაძე, ცოტნე კაპანაძე, ვაჟა ფაცაცია, გიორგი ხაბულიანი, ბექა გაბისკირია, შოთა შეყილაძე და იმედა აშორტია 🟣