ისმაელ ბენასერისა და ფრანკ კესიეს წყვილი ბოლო შეხვედრებში შესანიშნავად გამოიყურება. აფრიკული დუეტი სტეფანო პიოლის გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია.
"La Gazzetta dello Sport"-მა ორშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პეპ გუარდიოლა მზადაა "პსჟ"-ს კონკურენცია გაუწიოს და პარიზელების მსგავსაც ბენასერის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გაიღოს.
"RMC Sport" კი იტყობინება, რომ ესპანელი სპეციალისტი 22 წლის ნახევარმცველის ტრანსფერში მაჰრეზის მიშველიებას გეგმავს. ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ და მათი ლიდერობით ალჟირის ნაკრებმა აფრიკის თასი მოიგო.
ზურაბ თევზაძე, ცოტნე კაპანაძე, ვაჟა ფაცაცია, გიორგი ხაბულიანი, ბექა გაბისკირია, შოთა შეყილაძე და იმედა აშორტია 🟣