KINGBET.GE
თქვენი რეკლამის ადგილი

    "ლაშა ტალახაძეს საკუთარ დაბადების დღეზე მეორე შვილი შეეძინა (ფოტო)...


    ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში ლაშა ტალახაძე იუბილარია. გარდა ამისა, მას მეორე შვილი სწორედ დღეს, საკუთარ დაბადების დღეზე შეეძინა. ამასთან დაკავშირებით ძალოსანთა ნაკრების ექიმი, გიორგი ჭინჭარაული წერს.

    „ლაშა ტალახაძე დღეს იუბილარია, მისი ყველაზე დიდი საჩუქარი, მეორე შვილი, ელენე ტალახაძეა, რომელიც მამის დაბადების დღეზე, გამთენიისას მოევლინა ქვეყანას. ანუკი დემურია და ლაშა ტალახაძე! ლაშას დაბადების დღეს გილოცავთ და გილოცავთ მეორე სიცოცხლის მოვლენას. გაგიზარდოთ ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი“, – წერს გიორგი ჭინჭარაული.