„არარეალური გოლი გაგვიტანეს, არ გაგვიმართლა ბოლო წუთებში“ - ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთთან მატჩზე
1 309
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთთან თამაშს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ დამარცხება ბოლო წუთებში უიღბლობის ბრალია. „დადებითად შევაფასებ ჩვენს თამაშს. არ გაგვიმართლა ბოლო წუთებში. ყველაფერი გავაკეთეთ ბიჭებმა, მართლა. ბოლო წუთზე გავუშვით ასე, არარეალური გოლი გაგვიტანეს. დადებითად შევაფასებდი ჩემს თამაშს, მაგრამ ჩემი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ და ალბათ კიდევ უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა არა მხოლოდ მე, არამედ მთელ გუნდს“, - აღნიშნა ფეხბურთელმა.


მან გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები ესპანეთის ნაკრებთან 1:2 დამარცხდა.


წყარო : https://pia.ge/


მსგავსი ამბები

🗣 არჩილ ბერიძეს განცხადება ჯოვინო ფლამარიონზე

“ძალიან ბევრი წინადადება გვაქვს უცხოური გუნდებისგან. თუ რაიმე სიახლე იქნება, აუცილებლად...
ზურაბ თევზაძე, ცოტნე კაპანაძე, ვაჟა ფაცაცია, გიორგი ხაბულიანი,

ზურაბ თევზაძე, ცოტნე კაპანაძე, ვაჟა ფაცაცია, გიორგი ხაბულიანი, ბექა გაბისკირია, შოთა...
✍ ლუკა კიკაბიძე კარიერას გაგრაში გააგრძელებს, 25 წლის ფეხბურთელი

ლუკა კიკაბიძე კარიერას გაგრაში გააგრძელებს, 25 წლის ფეხბურთელი ბოლოს საჩხერის ჩიხურაში...

კომენტარები