აუქმებს თუ არა კომპანია “ვიზ ეარი” ქუთაისში არსებულ ბაზას? – ოფიციალური განცხადება დღეს გაკეთდება

აუქმებს თუ არა კომპანია “ვიზ ეარი” ქუთაისში არსებულ ბაზას, სავარაუდოდ, ახლო მომავალში გახდება ცნობილი. კომპანიაში, ამ ეტაპზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს, სათავო ოფისიდან ოფიციალურ გაცხადებას ელოდებიან.

“ვიზ ეარის” ბაზის დროებით, შესაძლო გაუქმების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე, აეროპორტების გაერთიანებაში კომენტარს ვერ აკეთებენ.

უწყებაში ხსნიან, რომ ზოგადად, ბაზის საკითხი კომპანიასა და აეროპორტს შორის ურთიერთობას უკავშირდება და ეს არ ეხება კონკრეტულ რეისებს, რომელსაც კომპანია ქუთაისში ასრულებს.