შემთხვევა სომხეთში – კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ფანჯრიდან გადახტა

სომხეთში მცხოვრები ქალი, რომელიც კორონავირუსზე მკურნალობდა ფანჯრიდან გადახტა, ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი ალინა ნიკოგოსიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,55 წლის პაციენტი, რომელიც მკურნალობდა კორონავირუსის დაავადებას არტაშატის სამედიცინო ცენტრში, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტა. პაციენტს ქვედა კიდურების მრავალჯერადი მოტეხილობა აღენიშნება, პაციენტს უტარდება საჭირო გამოკვლევები. ის სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება და კრიტიკულ მდგომარეობაშია”- წერს ალინა ნიკოგოსიანი.