ერერა:„მბაპეს „რეალში“ გადასვლის შანსი ნულის ტოლია“

ანდრე ერერამ კილიან მბაპეს „რეალში“ გადასვლის შანსები შეაფასა.

„მბაპე დიდებული ფეხბურთელია, „პსჟ“ კი ვარსკვლავებს არ ყიდის, პირიქით ყიდულობს.“

„კილიანის „რეალში“ გადასვლის შანსი ფაქტობრივად ნულის ტოლია. მესმის, რომ მადრიდელთა მხრიდან ინტერესი არსებობს, მაგრამ ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობა ფრანგს არსად გაუშვებს, მას უდიდესი მომავალი აქვს.“