სანჩოს საკითხი კვლავ ღიაა

ჟეიდონ სანჩოს „მანჩესტერში“ გადასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ არაერთი გამოცემა იუწყება, რომ შეთანხმება ვერ ხერხდება.

ახალგაზრდა მოთამაშე „იუნაიტედის“ გარდა „პსჟ“ და „რეალის“ რადარზეც არის.

არსებული ინფორმაციით, ინგლისელი შემტევის ტრანსფერს პირველ რიგში მისი ფასი აფერხებს.

არსებული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, მსურველი კლუბები სანჩოში 80 მილიონზე მეტს არ იხდიან, ბორუსიელთა მოთხოვნა კი 115 მილიონია.