“მზად ვარ მივადგე ამ ნაძირალა ქალის საცხოვრებელს და მიტინგი გავმართო!” – ცნობილი დირიჟორი ბასილაშვილს მხარს უჭერს

დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე მსოფლიო დონის ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო ატეხილ სკანდალურ ფაქტს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება. ის ბასილაშვილის მისამართით თავის ღია მხარდაჭერას გამოხატავს და ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ამაზრზენ შანტაჟისტს უწოდებს.

“მთელი გულით მინდა თანადგომა გამოვუცხადო ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელიც მისი ყოფილი ცოლის, ამაზრზენი შანტაჟისტის მსხვერპლი გახდა. მტკიცებულებები არ მჭირდება – ვგრძნობ! მზად ვარ მივადგე ამ ნაძირალა ქალის საცხოვრებელ ადგილს და მიტინგი გავმართო! გარდა ამისა, ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს ასეთ ამორალურ ადამიანს დედობა ჩამოერთვას და ბავშვის აღზრდის უფლება ნიკოლოზს გადაეცეს” – წერს გოგი ჭიჭინაძე საკუთარი “ფეისბუქის” გვერდზე.