მანანა არჩვაძე გამსახურდია ირწმუნება, რომ დაგეგმილია ცოტნე გამსახურდიას ლიკვიდაცია – SOS!

მანანა არჩვაძე-გამსახურდია სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს:

„sos!sos!sos!…მეხუთე თვე დაიწყო, რაც ცოტნეს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, სად და როგორ იმყოფება. იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ ავადსახსენებელ 1937-წელს მაგონებს. ცოტნეს ფიზიკური ლიკვიდაცია დაგეგმილი იყო, რამაც ქილერების მიერ მიყენებული სასიკვდილო ტრავმის შედეგად დამკვეთები იმედიანად განაწყო, ჩანაფიქრის “შედეგიანად” დასრულებას გეგმავდნენ.

მსოფლიოში მრავალი მედიკამენტი და სამედიცინო საშუალება არსებობს, რომელიც გამოყენებული იქნება მის მიმართ, რაც ფატალური შედეგით დასრულდება. ცოტნეს ხუთთვიანი იზოლაცია ამ მიზნით ხორციელდება. 

ა.წ. 21 თებერვლიდან დედას აუკრძალეს შვილთან ყოფნა, ხელში ჩაუგდეს სუკ-ის სანდო “მხარდამჭერ” ვინმე ჯაბაურს, რომელიც ავადსახსენებელი ორგანიზაციის ღირსეული წარმომადგენელია ოჯახის წევრების ჩათვლით.

ოთხი თვის წინ კორონას მძვინვარების პერიოდში საზოგადოებამ ხუთიათასი(5000) ხელმოწერა წარადგინა კანცელარიაში ცოტნეს მდგომარეობასთან დაკავშირებით (იხ. 2020 წლის 16.02.. რეგისტრაციის ნომერი 10204), რომელნიც ითხოვდნენ მისი მდგომარეობის გასაჯაროებას და გადაყვანას ევროპის სახელმწიფოში- მაპროფილებელ კლინიკაში სადაც შესაფერისი მკურნალობა ჩაუტარდებოდა.

ხელმოწერები კვლავ გრძელდება სოციალური ქსელით ერთადერთი მოთხოვნით ცოტნე ვიხსნათ ჯალათების ბოროტი ჩანაფიქრისგან.

მოგმართავთ ყველა კეთილი ნების ადამიანს, გამოიჩინეთ გულისხმიერება და თანადგომა ცოტნეს გადასარჩენად.

პატივისცემით მანანა არჩვაძე-გამსახურდია”