დღედაღამ მშრომელი კაცი, რომელიც ურიკაზე ათევდა ღამეებს, ამ დილით გარდაიცვალა

გორში გარდაიცვალა მამაკაცი, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლების დიდი ნაწილი იცნობდა. ის დღე და ღამე ურიკით დადიოდა. ადგილობრივი სააგენტოს ცნობით, კაცი ღამით ხან ურიკაზე იძინებდა, ხან კიდევ ავტოსადგურის საპირფარეშოს ოთახში ათენებდა. დღისით ბაზარში მტვირთავად მუშაობდა, ღამით კი, – ბოთლებს და რკინის ნაჭრებს აგროვებდა.

,,6 დღის წინ გახდა ძალიან ავად. ფაქტიურად ჩავარდა. უკვე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. სასწრაფო გამოვიძახეთ და გვითხრეს, რომ უკვე გარდაცვლილა. ძალიან მძიმე დღეში ვარ. ისიც არ ვიცი, რა და როგორ გავაპატიოსნო” – ამბობს გარდაცვლილის და ნაზი საათაშვილი, რომელიც თავადაც მძიმე ავადმყოფია და მასაც სიარული უჭირს.

qartli.ge