“მილანი” “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელის ტრანსფერს ძალიან მიუახლოვდა

Le 10 Sport – ის ინფორმაციით, “მილანი” “პარი სენ-ჟერმენის” ახალგაზრდა ფეხბურთელის ნიანზუ კუასის ტრანსფერთან ახლოსაა.

კუასის პარიზელებთან კონტრაქტი ეწურება და მხარეები ახალი ხელშეკრულების დეტალებზე ჯერ ვერ თანხმდებიან.

სავარაუდოდ, ტალანტს “მილანი” ხელში სრულიად უფასოდ ჩაიგდებს.

“პარი სენ-ჟერმენის” პირველ გუნდში კუასის დებიუტი 2019 წელს ჰქონდა.