ჩელინოსთან ჯენტლმენური შეთანხმება მიღწეულია

Sandro Tonali of Brescia during the football Serie A match Parma v Brescia at the Tardini Stadium in Parma, Italy on December 22, 2019 (Photo by Matteo Ciambelli/NurPhoto via Getty Images)

“Tuttomercatoweb.com”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანდრო ტონალისა და “ბრეშას” პრეზიდენტ მასიმო ჩელინოს შორის ჯენტლმენური ანუ სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია და კლუბი ნებისმიერ 50 მილიონ ევროიან შეთავაზებას დათანხმდება.

ამ ყველაფრის ფონზე ტონალი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას თუ სად გააგრძელებს კარიერას. 20 წლის ფეხბურთელის გადაბირებით “ინტერი”, “მილანი” და “იუვენტუსი” ინტერესდებიან. სამივე მათგანი მზადაა ზემოთ აღნიშნული თანხა გადაიხადოს.

თავის მხრივ უპირატესობა “როსონერის” მხარესაა, რადგან სანდრო ბავშვობიდან “შავ-წითლების” გულშემატკივარია და ეს არაერთ ინტერვიუში თავადვე აღუნიშნავს. გარდა ამისა “მილანი” მას ძირითად შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილს ჰპირდება.