KINGBET.GE
თქვენი რეკლამის ადგილი

    თანხის გატანა თქვენი ანგარიშიდან შეუძლებელია






    "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რონალდ კუმანის დანიშვნა, რა თქმა უნდა, სასიამოვნო სიახლე გულშემატკივრებისთვის, თუმცა, Tribuna-ს მტკიცებით, ნიდერლანდელი სპეციალისტის მოსვლა უფრო მეტად სასიხარულოა რწმენადაკარგული ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც უკეთ ათამაშების შანსი მიეცემათ.

    ანტუან გრიზმანი ვერ ვიტყვით, გრიზმანმა "ბარსელონაში" სადებიუტო სეზონი ცუდად ჩაატარა, თუმცა ფრანგმა ნამდვილად ვერ ითამაშა ისე, როგორც ველოდით. კუმანს შრომისმოყვარე ფეხბურთელები მოსწონს, რაც იმის მანიშნებელია, რომ 29 წლის მოთამაშე ჰოლანდიელი სპეციალისტის ტაქტიკას კარგად უნდა მოერგოს. საინტერესოა, რონალდი ანტუანს ისევ ფლანგზე განამწესებს, თუ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გადასწევს, სადაც გრიზმანი თავს უფრო კომფორტულად გრძნობს. საერთო ჯამში, დიდი იმედი გვაქვს, რომ ფრანგი შემტევი ძველებურად ათამაშდება.

    ჟან-კლერ ტოდიბო "ბარსელონა" გუნდის გაახალგაზრდავებას აპირებს, რაც 20 წლის მცველს კატალონიურ კლუბში დარჩენის შანსს აძლევს. კუმანმა მატიას დე ლიხტი, მიუხედავად მისი ახალგაზრდული ასაკისა და გამოუცდელობისა, ნიდერლანდების ნაკრებში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად აქცია. შესაბამისად, გამორიცხული არაა, ტოდიბო უახლოეს მომავალში "ბლაუგრანას" სასტარტო მოთამაშედ მოგვევლინოს. ფრანგ მცველს გასულ სეზონში "შალკეში", სადაც ის იჯარით იმყოფებოდა, ცუდი შთაბეჭილება ნამდვილად არ დაუტოვებია. უსმან დემბელე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემბელემ კარიერაში ყველაზე საშინელი სეზონი ჩაატარა. 23 წლის ფეხბურთელმა 2019/20 წლების გათამაშებაში, ტრავმების გამო, მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა. თუ ფრანგ თავდამსხმელს მომდევნო სეზონში დაზიანებები აღარ გატანჯავს, კუმანმა ის, შესაძლოა, შეტევის მარცხენა ფლანგის მთავარ მოთამაშედ აქციოს. ფილიპე კოუტინიო აქამდე გავრცელდა არაერთი ინფორმაცია, რომელთა თანახმადაც, "ბარსელონა" კოუტინიოს გაყიდდა, თუმცა, ბოლო ცნობებით, ფილიპემ, შესაძლოა, კატალონიურ გუნდში მეორე შანსი მიიღოს. ივარაუდება, რომ კუმანი "ბლაუგრანას" მისი ფავორიტი 4-2-3-1 ფორმაციით ათამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 28 წლის ბრაზილიელი, საბოლოოდ, შესაძლოა, მის ჩვეულ პოზიციაზე დაბრუნდეს. კოუტინიოსთვის 2019/20 წლების სეზონი, რომელსაც ის "ბაიერნში" იჯარით ატარებს, ჯერ არ დასრულებულა. ბრაზილიელი ვარსკვლავის აქტივში, ამჟამად, 36 მატჩი, 11 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემაა. ჟუნიორ ფირპო გუნდის მთავარმა მარცხენა მცველმა, ჟორდი ალბამ, სეზონი მაღალ დონეზე ვერ ჩაატარა. იმის გათვალისწინებით, რომ ესპანელი ფეხბურთელი უკვე 31 წლისაა, ახალი მთავარი მწვრთნელი თავის გამოჩენის შანსებს მისცემს ფირპოს. მიუხედავად იმისა, რომ დომენიკელ ფეხბურთელს 2019/20 წლების გათამაშებაში ბევრი წუნი ჰქონდა, ის იშვიათად, მაგრამ კარგად მაინც თამაშობდა. 23 წლის მოთამაშემ მის სადებიუტო სეზონში მონაწილეობა 23 შეხვედრაში მიიღო, 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.