Home ნიუს ტრასპორტში მგზავრები ერთმანეთისგან შორი-შორს უნდა იყვნენ – პაატა იმნაძე (ვიდეო)

ტრასპორტში მგზავრები ერთმანეთისგან შორი-შორს უნდა იყვნენ – პაატა იმნაძე (ვიდეო)

loading...

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბების ტარება სავალდებულო იქნება.

loading...

მისივე თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში სოციალური დისტანციის დაცვის საკითხებზეც.

„მესმის, რომ ზაფხულია, ადამიანები შეწუხდნენ ყველაფრით, შეზღუდვებით, დისკომფორტი იყო ძალიან ბევრი. ნაწილი ამ დისკომფორტისა მოიხსნება. სამწუხაროდ, ნაწილი ამ დისკომფორტისა გაგრძელდება და ტრანსპორტშიც მოგვიწევს ამასთან შეგუება.

მოიხსნება თუ არა შეზღუდვა ავტობუსებსა და მეტროზე – მთავრობა რეგულაციებზე მუშაობს

ტრანსპორტში ნიღბების ტარება იქნება სავალდებულო. მიდის მსჯელობა, თუ როგორი უნდა იყოს სოციალური დისტანცირების დაცვა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ადგილზე კვლევის და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საგანია”, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

წყარო: პრაიმტაიმი