Home სპორტ სიახლეები კალაძე: “ფინალის შემდეგ სრულიად განადგურებული ვიყავი”

კალაძე: “ფინალის შემდეგ სრულიად განადგურებული ვიყავი”

loading...

“მილანის” ყოფილმა მცველმა, ამჟამად თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ Instagram-ში, იტალიელ ჟურნალისტ კარლო პელეგატისთან პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

loading...

ქართველმა იტალიაში გატარებული პერიოდი გაიხსენა და “მილანისადმი” თავის დამოკიდებულებაზე ღიად ისაუბრა.

“მალდინი ჩემი ბავშვობის კუმირი იყო, ოთახში მისი პოსტერი მქონდა. ის და ნესტაც დიდი ჩემპიონები იყვნენ. მათთან ერთად თამაში შესანიშნავი რამ იყო.

დიდი გუნდის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო ყოველდღიურად გაუმჯობესებისაკენ სწრაფვაა. 

ყოველდღიურად ვიბრძოდი იმისათვის, რომ ძირითადი შემადგენლობის წევრი ვყოფილიყავი.

 მქონდა რთული მომენტებიც, მაგრამ თავი არასოდეს დამიხრია და ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი”, – თქვა კალაძემ.

კალაძემ ასევე მწარედ გაიხსენა 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალიც.

“სტამბულის ფინალის შემდეგ განადგურებულები ვიყავით, თუმცა მაინც გამოვნახეთ ძალა და ორ წელში ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ.

ტყუილია ის ამბავი, თითქოს შესვენებაზე გამარჯვება წინასწარ ვიზეიმეთ. პირიქით, ანჩელოტიმ გვითხრა, რომ ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით, რადგან თამაში დასრულებული ჯერ არ იყო.”